- პირველ რიგში, გიორგი ჩაკვეტაძის ზამთრის შესაძლო ტრანსფერზე გკითხავთ. გადაწყვეტილია, რომ ის "გენტში" რჩება?
- გიოს დარჩენა "გენტში" თითქმის გადაწყვეტილია, თუ რომელიმე გუნდმა სერიოზული შემოთავაზება არ გააკეთა.
- ბევრი კლუბის ინტერესზე იწერებოდა უცხოურ მედიასაშუალებებში. თუ იყო რეალურად კონკრეტული შემოთავაზებები და რომელმა გუნდებმა გამოხატეს ინტერესი?
- კი, "მიუნხენგლადბახი" ძალიან დაინტერესებულია და ასევე "დორტმუნდიც". არის ბევრი გუნდი, რომლებიც კონკრეტული წინადადებით არ მოსულან,
- ზაფხულის სატრასფერო ფანჯრის დროს კლუბსა და თქვენ შორის არის შეთანხმება, რომ გიორგი დატოვებს კლუბს? და რას მიენიჭება უპირატესობა, თანხას თუ კლუბის დონეს?
- ხელშეკრულებაში ეს არ დევს, რომ ფეხბურთელი ზაფხულში უნდა გაუშვან, მაგრამ გიოსთვის კარგი გუნდი რომ გამოჩნდეს, "გენტი" ვერ დააკავებს. ეს არის სიტყვიერი პირობა. საერთოდ, კარგი გუნდი რომ უკეთებს შემოთავაზებას ფეხბურთელს და ტრანსფერშიც იხდის დიდ თანხას, მაგ შემთხვევაში ფეხბურთელს აქვს დიდი უპირატესობა, რომ გადავიდეს სხვა გუნდში.
- იყო საუბარი "ბარსელონას" ინტერესზე. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ გიორგი შეძლებს ესპანური გუნდის შემადგენლობაში ადგილის მოპოვებას?
- დიახ, გიოს სანახავად "ბარსელონას" სკაუტებიც იყვნენ და საერთოდ, ძალიან ბევრი გუნდია დაინტერესებული, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე გიო ისეთ გუნდში უნდა გადავიდეს, სადაც აუცილებლად ითამაშებს და უფრო მეტ გამოცდილებას მიიღებს, რათა შემდგომ მზად იყოს ტოპ-გუნდში გადასასვლელად. გიოს აქვს დიდი შესაძლებლობები, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს.
- კიდევ რომელ ქართველ ფეხბურთელებთან მუშაობთ და რაიმე სიახლეს ხომ არ უნდა ველოდოთ? ან ხომ არ არის გარკვეული ინტერესი ან იყო რომელიმე ფეხბურთელზე?
- 4 დღის წინ მე და ჩემმა პარტნიორმა ლაშა ოდილაძემ ხელშეკრულება გავაფორმებინეთ ლაშა დვალს უნგრეთის "ფერენცვაროში". ძალიან კარგი გუნდია და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, ლაშა კარგად გამოვა ჩემპიონთა ლიგაზე. რაც შეეხება სხვებს, ვმუშაობთ რამდენიმე ფეხბურთელზე და ვნახოთ, რა გამოვა.
ჩაკვეტაძე, დე ლიხტი - tuttomercato ტალანტებზე, რომლებიც სატრანსფერო ბაზრის ეპიცენტრში არიან