
როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, თბილისის "დინამოს" ყოფილი მოთამაშე კლუბში 2019 წლის ივნისამდე დარჩება, ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით კი, მისი გახანგრძლივება ერთი წლითაა შესაძლებელი.
გიორგი ივანიშვილმა გასული სეზონი თბილისის "დინამოს" რიგებში გაატარა და 28 ჩატარებულ მატჩში 3 გოლი გაიტანა.
"ზაგლებიე" პოლონეთის ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში ბოლო, მე-16 ადგილს იკავებს.
პოლონური კლუბის რიგებში რამდენიმე კვირის წინ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი - გიორგი გაბედავაც ჩაირიცხა.