გიორგი გაბედავამ ვატო არველაძის "კორონას" გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ექსტრაკლასას 36-ე ტურში უმაღლესი დივიზიონიდან აწ უკვე გავარდნილმა სოსნოვიეცის "ზაგლებიემ" ვატო არველაძის "კორონა" მიიღო და 2:4 დამარცხდა.

მასპინძელთა შემადგენლობაში 56-ე წუთზე თავი გამოიჩინა გიორგი გაბედავამ, რომელმაც სეზონში მესამე გოლი გაიტანა, ვატო არველაძე კი მატჩის 64-ე წუთზე შეცვალეს. სტუმართა შემადგენლობაში არ გამოჩენილა გიორგი ივანიშვილი.

"კორონას" გავარდნა არ ემუქრება, დაქვეითებული "ზაგლებიე" კი მომდევნო ტურში გიორგი მერებაშვილის "ვისლას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაინტერესებდა და ვნახე არველაძის თამაში, ერთი-ორი ლამაზი მოძრაობა გააკეთა. ლელომ ფრთები შეასხა. არავითარი ეგეთი არ ყოფილა, ეს ხალხი ბრმა ხომ არ გონიატ?
ლევანი
17:27 15-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული