გაბედავას ზედიზედ მეორე - გიორგიმ პოლონეთში ეფექტური გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 აპრილს, პოლონეთის ექსტრაკლასას 28-ე ტურში გიორგი გაბედავასა და გიორგი ივანიშვილის "ზაგლებიემ" საკუთარ მოედანზე 4:3 სძლია კრაკოვის "ვისლას".

ისევე როგორც წინა ტურში "მეიდზ ლეგნიცასთან" კვლავ გაიტანა გოლი გაბედავამ, რომელიც სასტარტოში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს.

რაც შეეხება ივანიშვილს, განაცხადში არ იყო.

"ზაგლებიე" 24 ქულით ბოლო, მე-16 ადგილზეა და 6 აპრილს გასვლაზე "იაგელონიას" დაუპირისპირდება.

სოსნოვიეცი. "ლიუდოვი". 4 296 მაყურებელი
ზაგლებიე - ვისლა 4:3
გოლები: 1:0 უდოვიჩიჩი (11), 2:0 გაბედავა (25), 2:1 კოლარი (29), 3:1 უდოვჩიჩი (50), 3:2 ბურლიგა (51), 3:3 პიეტრჟაკი (65, პენ),
4:3 მოზდზენი (85, პენ)

მკითხველის კომენტარები / 7 /
გაბედავას ნაკრებში იმიტომ არ იძახებენ, რომ არველაძე არ არის მისი მამიკო. არაუშავს, სანთელ-საკმეველი თავის გზას იპოვის. მიდი გაბედ, ასე გააგრძელე, აქეთ შეგეხვეწებიან ვაისები მალე.
ლუკა
21:20 04-04-2019
3
ეს რო გამოეძახათ არველაძეს გოლი გოლზე გაქვს და ის რატო არ გამოიძახეთო ვიტყოდით. ეს ხო ამოტენიდა შვეიცარის და ირლანდის კარებს:) საქართველოს სამოყვარულო ლიგაში კლასნი,როა მაგი ნაკრებში არაფელია. აი შელია მომწონს მე პირადად ზამენაზე შეიძლება მაგ ბიჭის დასმა. მასე რო ვთქვათ გამოიძახოს კუტალიაც.
გოგა
18:14 04-04-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული