ქართველი ფეხბურთელის გუნდი 14 თებერვალს ევროპა ლიგის 1/16-ფინალურ მატჩში საკუთარ მოედანზე "ნაპოლის" დაუპირისპირდება.
ლევან ხარაბაძე შვეიცარიულ კლუბში იჯარის წესით თამაშობს. მისი სატრანსფერო უფლებები კი თბილისის "დინამოს" ეკუთვნის. მოქმედი კონტრაქტის მიხედვით, ხარაბაძის ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
დღეს კი შვეიცარიის სუპერლიგა განახლდება და "ციურიხი" "სენტ-გალენს" დაუპირისპირდება. შესაძლოა, ახალგაზრდა ქართველი მარჯვენა მცველის ოფიციალური დებიუტიც დღეს შედგეს.
tagesanzeiger.ch: ლევან ხარაბაძე ის მოთამაშეა, რომლის მიმართაც ყველაზე დიდი მოლოდინია