"ზაგლებიეს" მწვრთნელი: გიორგი გაბედავას ბევრი აქვს სასწავლი, ეს პოლონური ლიგაა და არა - ქართული

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასაში სადებიუტო შეხვედრა ორი ყვითელის გამო ნაადრევად დატოვა, "ზაგლებიეს" ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი გაბედავამ, რომლის გუნდიც 2:0 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ პოლონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ვალდას ივანაუსკასმა, რომელიც 2013 წელს გორის "დილას" წვრთნიდა გიორგი გაბედავას შესახებაც ისაუბრა.

"გიორგი გაბედავას ქცევიდან ჩანს, რომ მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი, უნდა შეეგოს, რომ სხვა სტადიონებზე და სხვა მსაჯების წინ თამაშობს. ეს პოლონური ლიგაა და არა ქართული. ვფიქრობ, რომ პირველი ყვითელი ბარათი ჩვეულებრივი საჰაერო ორთაბრძოლის დროს მიიღო" - განაცხადა ივანაუსკასმა.

altკოშმარი - გიორგი გაბედავამ

პოლონეთის ექსტრაკლასას სადებიუტო მატჩში 2 წუთში 2 ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 7 /
აქ მახსოვს ბევრი ითხოვდა გაბედავას ნაკრებში და ვაისს ლანძღავდა მისი გამოუძახებლიბის გამო..

ახლა გამოჩნდა რატომ უძახოდა დვალიშვილს და არა გაბედავას
გელა ნუგზარაშვილი
13:36 10-02-2019
8
ფაქტიურად გაალანძღვინა ჩვენი ფეხბურთი.
!!!!!
13:10 10-02-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული