ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატის 27-ე ტურში "სტანდარდთან" მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს.
ხვალ "გენტი" "სტანდარდს" უმასპინძლებს და მწვრთნელმა იეს ტორუპმა ჩაკვეტაძე განაცხადში არ შეიყვანა. ადრე მან თქვა, რომ გიორგის მუხლის მცირე ტრავმა ჯერ არ მოურჩენია და მალე ჩადგება მწყობრში.
განაცხადშია თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია, რომელმაც გასულ ტურში "ბევერენს" გოლი გაუტანა.