cittaceleste.it "ლაციოს" ინტერესზე: ჩაკვეტაძე თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია

AutoSharing Option
cittaceleste.it-ის ცნობით, "ლაციო" სერიოზულადაა დაინტერესებული "გენტის" ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის შეძენით.

აი, რას წერს იტალიური გამოცემა:

"ბაზარს არასდროს სძინავს. "ლაციოს" სიაში ახალი სახელია, რომელიც ქართველ ნახევარმცველს ეკუთვნის. მისი სახელის გამოთქმა კი რთულია.

ვინ არის გიორგი ჩაკვეტაძე?

ის "გენტის" მოთამაშეა და 1999 წელს დაიბადა. 2017 წლის ზაფხულში ის ბელგიური კლუბის მოთამაშე გახდა. პირველი სეზონის შემდეგ, მიმდინარე სეზონში მან 5 გოლი და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ეს ციფრები მიანიშნებს, რომ ახალგაზრდა ქართველი ძალიან ნიჭიერია. ჩაკვეტაძე ნამდვილად არის თანამედროვე ფეხბურთის საუკეთესო ტალანტებს
შორის და სხვადასხვა კლუბის ინტერესი გასაკვირი არაა. მხოლოდ იტალიაში, "ლაციოს" გარდა, მისით "სამპდორია" და "რომა" ინტერესდებიან. მისი ფასი კი 10-დან 15 მილიონ ევრომდეა, თუმცა შესაძლოა, "გენტმა" მეტიც მოითხოვოს" - წერს გამოცემა.

altიტალიური მედია გიორგი ჩაკვეტაძის მომავალს სერია A-ს კიდევ ერთ კლუბს უკავშირებს

altგიორგი ჩაკვეტაძე "სტანდარდთანაც" არ ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩემი აზრით ჩაკვესთვის ლაციო საუკეთესო ვარიანტია. წარმატებები გიო
roma bejanidze
18:01 22-02-2019
1
Komentari daidos bijo
Giorgi
16:51 22-02-2019
0

სიახლეები პოპულარული