უკრაინული მედია: ღმერთმა არ ქნას, წიტაიშვილმა "დინამო" დატოვოს, უკრაინაზე უარს იტყვის და საქართველოს ნაკრებს აირჩევს

AutoSharing Option
პოპულარულ უკრაინულ Youtube-არხ FootballHub-ზე გასულ გადაცემაში, რომელსაც სპორტული ჟურნალისტი იგორ ციგანიკი უძღვებოდა, უკრაინის ნაკრების შესახებ საუბრობდნენ.

ჩვენი ყურადღება იმ ნაწილმა მიიპყრო, სადაც საუბარი კიევის "დინამოს" ახალგაზრდა ქართველ შემტევ გიორგი წიტაიშვილს ეხებოდა.

"რომელი ნაკრები უნდა აირჩიოს გიორგი წიტაიშვილმა? დარწმუნებული ვარ, სანამ "დინამოში" თამაშობს, გიორგი უკრაინის ნაკრებისკენ მიდის. როგორც მინიმუმ, მას დიდ ტურნირზე თამაშის შანსი ექნება. შესაძლებელია, ასეთი შესაძლებლობა ქართველებსაც ჰქონდეთ, განსაკუთრებით ერთა ლიგის მოგების შემდეგ.

ღმერთმა არ ქნას, რომ წიტაიშვილმა "დინამო" დატოვოს, ასეთ შემთხვევაში ის უკრაინის ნაკრებზე უარს იტყვის და საქართველოს
აირჩევს" - უპასუხა ციგანიკმა მაყურებლის დასმულ კითხვას.

გიორგი წიტაიშვილი უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების წევრია. მან კიევის "დინამოს" ძირითადი გუნდის რიგებში ორჯერ - ევროპა ლიგაზე და პრემიერლიგაში ითამაშა.

alt წიტაიშვილი უკვე ლონდონშია - ითამაშებს გიორგი "ჩელსისთან" ?

altგიორგი წიტაიშვილი: საქართველოს ნაკრები? როგორც სურკისი იტყვის, ისე იქნება

მკითხველის კომენტარები / 7 /
თუ თავს ქართველად თვლის საქართველოს ნაკრები უნდა აირჩიოს
6
ფუ,უკრაინელ ხალხს ვენაცვალე, მარა ასეთი ხალხი უნდა მოკვეთო საერთოდ ფეხბურთიდან. საწყალი ბიჭი არაბიძე სწორედ ამიტომ ჩაკლეს შახტარის დუბლებში. ეგონათ ბოლოს მაინც დათანხმდება უკრაინაზე და ჩვენ ბაკრებში ითამაშებსო მარა არ დანებდა საწყალი ბიჭი და ახლა უკრაინელების გამო დიდ დეპრესიაშია. ტიპი 21 წლამდე დუბლებში ჩაკლეს განზრახ და ზოგი იტყვის, რატო ვერ თამაშობს, რა პრობლემა აქვსო
Hahahah
12:11 06-03-2019
13

სიახლეები პოპულარული