უკრაინული მედია: ღმერთმა არ ქნას, წიტაიშვილმა "დინამო" დატოვოს, უკრაინაზე უარს იტყვის და საქართველოს ნაკრებს აირჩევს

AutoSharing Option
პოპულარულ უკრაინულ Youtube-არხ FootballHub-ზე გასულ გადაცემაში, რომელსაც სპორტული ჟურნალისტი იგორ ციგანიკი უძღვებოდა, უკრაინის ნაკრების შესახებ საუბრობდნენ.

ჩვენი ყურადღება იმ ნაწილმა მიიპყრო, სადაც საუბარი კიევის "დინამოს" ახალგაზრდა ქართველ შემტევ გიორგი წიტაიშვილს ეხებოდა.

"რომელი ნაკრები უნდა აირჩიოს გიორგი წიტაიშვილმა? დარწმუნებული ვარ, სანამ "დინამოში" თამაშობს, გიორგი უკრაინის ნაკრებისკენ მიდის. როგორც მინიმუმ, მას დიდ ტურნირზე თამაშის შანსი ექნება. შესაძლებელია, ასეთი შესაძლებლობა ქართველებსაც ჰქონდეთ, განსაკუთრებით ერთა ლიგის მოგების შემდეგ.

ღმერთმა არ ქნას, რომ წიტაიშვილმა "დინამო" დატოვოს, ასეთ შემთხვევაში ის უკრაინის ნაკრებზე უარს იტყვის და საქართველოს
აირჩევს" - უპასუხა ციგანიკმა მაყურებლის დასმულ კითხვას.

გიორგი წიტაიშვილი უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების წევრია. მან კიევის "დინამოს" ძირითადი გუნდის რიგებში ორჯერ - ევროპა ლიგაზე და პრემიერლიგაში ითამაშა.

alt წიტაიშვილი უკვე ლონდონშია - ითამაშებს გიორგი "ჩელსისთან" ?

altგიორგი წიტაიშვილი: საქართველოს ნაკრები? როგორც სურკისი იტყვის, ისე იქნება

მკითხველის კომენტარები / 7 /
აქედან დასკვნა: ეს ბიჭი ძალიან მაგარია ეტყობა.
0
ორი მხარეა საქართველო და უკრაინა, 1)საქართველო- ერთა ლიგაზე მოთამაშე ნაკრები რომელიც კარგა ხანს მისი შემადგენლობიდან გამომდინარე ჭ ლიგაში იქნება ანდორა, ფარერები, სან მარინოსთან ერთად, უახლოეს ათ წლეულებში ვერ ითამაშებს ვერც მსოფლიოზე და ვერც ევროპაზე, საქართველოს ნაკრების არჩევის შემთხვევაში პრობლემა შეექმნება კიევის დინამოში, არ ათამაშებენ ძირითადში, ჩატოვებენ დუბლებში, მერე მობეზრდება და დაიწყებს ხეტიალს ლუგანსკის ზარიაში, ვორსკლაში, დესნაში.. 2) უკრაინა- კიევის დინამოში ძირითად შემადგენლობაში თამაში, ყოველწლიურად ევროპულ ტურნირებზე გამოსვლა ჩემპიონთა ლიგა ან ევროპის ლიგა, თამაში ჩელსის, ბარსელონა, ბავარია, რეალის.... წინააღმდეგ, ნაკრებში ადგილის დამკვიდრების შანსი, უკაინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს და ევრო პირველობაზე თამაში. აირჩიოს რომელი უფრო მისაღებია მისთვის და პატრიოტიზმე ნუ გამოიდებს თავს ამ ქვეყანაში პატრიოტიზმის ფასი კაპიკია, თუ არ სჯერავს ფოცხვერიას კითხოს
simartle
14:18 06-03-2019
11

სიახლეები პოპულარული