პოლონეთის ჩემპიონატზე კვლავ გამოიჩინა თავი "კორონას" ქართველმა ლეგიონერმა ვატო არველაძემ.
26-ე ტურში ვატოს გუნდმა ბიელოსტოკში "იაგელონია" 3:1 დაამარცხა, ამ შეხვედრაში კი ანგარიში მან 37-ე წუთზე გახსნა და 65-ე წუთზე შეცვალეს.
შეგახსენებთ, არველაძემ წინა ტურში დუბლი შეასრულა და საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შვეიცარიასთან და ირლანდიასთან მატჩებისთვის გამოიძახა.
არველაძემ ექსრტაკლასას 12 ტურში 4 გოლი გაიტანა.
"კორონა" 39 ქულით მე-8 ადგილზეა და 30 მარტს "ლეხს" უმასპინძლებს.