"გენტის სპორტულმა დირექტორმა მიშელ ლანგემ voetbalnieuws.be-სთან ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა.
"ზაფხულში გუნდში ბევრი ცვლილება მოხდება. თავდამსხმელ ალეკსანდრ სიორლოტის შენარჩუნება გაგვიჭირდება, რადგან "კრისტალ პალასიდან" იჯარით გვყავს აყვანილი, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება, ყველაფერი იცვლება.
გიორგი ჩაკვეტაძის სამსახურით "ბარსელონა", "დორტმუნდი" და "ტოტენჰემი" არიან დაინტერესებულნი. თვითნაბადი ნიჭის პატრონია. შესაძლოა, ცუდიც არაა, რომ ტრავმირებულია და იქნებ კიდევ ერთი სეზონით დარჩეს ჩვენთან".
cittaceleste.it "ლაციოს" ინტერესზე: ჩაკვეტაძე თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია
numero-diez.com: დროა, გიორგი ჩაკვეტაძე TOP 5 ჩემპიონატიდან ერთ-ერთში გადავიდეს