ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის "ლოკომოტივთან" ერთად შეკრებაზე გაემგზავრა

AutoSharing Option
ფოტო: fclm.ru

სანაკრებო პაუზის დროს მოსკოვის "ლოკომოტივი" იმ ფეხბურთელებთან ერთად, რომლებიც ეროვნულ გუნდებში გამოძახებულები არ არიან, სოჭში რამდენიმედღიან შეკრებაზე გაემგზავრა.

24-კაციან სიაშია 18 წლის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაში იყო, თუმცა 25-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა.

ფეხბურთელები რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურის მატჩისთვის მოემზადებიან, რომელიც 30 მარტს მოსკოვში "დინამოს" წინააღმდეგ გაიმართება.

altხვიჩა კვარაცხელია: დებიუტისას ვინერვიულე თუ არა? არა, რას ამბობთ! პირიქით

მკითხველის კომენტარები / 3 /
მარგალური ქოიჩქჷნო სქუა?
ბაჩი
17:56 22-03-2019
0
ან ზარანდიამ რა დააშავა მაგრამ მთლად ია ია ვა სქირი ნაკრები ალბათ ზედმეტობაა(ესეც არ დაბლოკოთ)...
ბაჩი
18:20 21-03-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული