30 მარტს, პოლონეთის ექსტრაკლასას 27-ე ტურში გიორგი გაბედავას და გიორგი ივანიშვილის "ზაგლებიემ" სტუმრად 2:0 დაამარცხა "მეიდზ ლეგნიცა".
ამ შეხვედრაში ანგარიში მე-17 წუთზე გაბედავამ გახსნა, რომელიც 77-ე წუთზე შეცვალეს. მან პოლონეთის ჩემპიონატზე მე-5 მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი გაიტანა.
ივანიშვილი 90+7-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
"ზაგლებიე" 21 ქულით კვლავაც უკანასკნელ, მე-16 ადგილზეა და 3 აპრილს კრაკოვის "ვისლას" უმასპინძლებს.
ლეგნიცა. "ონდრა ბიალეგო". 4 577 მაყურებელი
მეიდზ ლეგნიცა - ზაგლებიე 0:2
გოლები: 0:1 გაბედავა (17), 0:2 მოზდენი (55)