ფოტო: randersfc.dk
დანიური გამოცემა Dagbladet Holstebro "რანდერსის" ქართველი ლეგიონერის, საბა ლობჟანიძის შესახებ წერს, რომელმაც გასული ტურის მატჩში "ოლბორგის" წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა.
"საბამ უნდა ითამაშოს, მიუხედავად ყველაფრისა. საბა ლობჟანიძე მთავარი მწვრთნელისთვის უბრალოდ შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა და თუ რატომ, ეს ქართველმა კიდევ ერთხელ "ოლბორგთან" მატჩში აჩვენა.
საბამ ცუდი პირველი ტაიმი ჩაატარა და სულ რამდენიმე წარმატებული ქმედება ჰქონდა. სხვათა შორის, ასე სხვა მატჩებშიც მომხდარა, თუმცა მან გადამწყვეტი როლის შესრულება მაინც შეძლო.
ქართველმა ჯერ მარცხენა ფლანგზე ბურთი მიიღო და ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ
კი მის მიერ მოწოდებულ კუთხურს ავტოგოლი მოჰყვა.
ეს იყო ორი ნათელი მაგალითი იმისა, რომ მეტოქეებისთვის საბა საფრთხის მუდმივ წყაროს წარმოადგენს", - წერს გამოცემა.