ვატო არველაძემ პოლონეთის ჩემპიონატზე საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
 
AUTO PLAY
2 აპრილს, პოლონეთის ექსტრაკლასას 28-ე ტურში ვატო არველაძის "კორონა" გასვლაზე 1:2 დამარცხდა "კრაკოვიასთან".

ამ შეხვედრაში ანგარიში სტუმართა გუნდის კოსტარიკელმა ნახევარმცველმა ფელიციო ფორბესმა არველაძის პასით გაათანაბრა, როდესაც კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მეკარის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. თუმცა, მასპინძლებმა კომპენსირებულ დროში მაინც მოახერხეს პენალტით გამარჯვების მოპოვება.

არველაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს.

"კორონა" 40 ქულით მე-10 ადგილზეა და 5 აპრილს "ზაგლებიეს" უმასპინძლებს.

კრაკოვი. "იოჟეფ პილსიდგსკიეგო". 8 076 მაყურებელი
კრაკოვია - კორონა 2:1
გოლები: 1:0 პისჟეკი (19), 1:1 ფორბესი (49), 2:1 კაბრერა (90+3)
მკითხველის კომენტარები / 2 /
Kutxuri sagole pasia,?
3

სიახლეები პოპულარული