"სპარტაკის" მწვრთნელი ჯანო ანანიძის გაშვებას არ ნანობს

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ კონონოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არ ნანობს ჯანო ანანიძისა და ალეკსანდრ სამედოვის გუნდიდან გაშვებას.

მოსკოვის "სპარტაკი" შაბათს საკუთარ მოედანზე დამარცხდა თანაქალაქელ ცსკა-სთან - 0:2 და ფაქტობრივად, გამოეთიშა ჩემპიონობისთვის ბრძოლას. ამ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა ჰკითხეს ოლეგ კონონოვს, ნანობდა თუ არა ანანიძისა და სამედოვის გუნდიდან გაშვებას, რაზეც კონონოვმა მოკლედ უპასუხა:

"საერთოდ არ ვნანობ!"

შეგახსენებთ, რომ ალეკსანდრ სამედოვმა გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, ხოლო ჯანო ანანიძე სეზონის ბოლომდე "კრილია სოვეტოვშია" განათხოვრებული.

მომზადებულია RIA novosti-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჯანო,წადი რა სხვა გუნდშ, რატომ შეაკვდი ამ სპარტაკს. ხომ ხედავ როგორ საუბრობენ ელემენტარული
გიორგი
15:55 10-04-2019
0
ჰმ... მაგარი კომენტარებია.
მას შემდეგ რაც რუსეთის ნაკრებში თამაშს და აწყობილ კარიერას საქართველოს ნაკრები ამჯობინა, ერთი ჩაგდებული თამაშის გამო (რასაც თავის ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა, პირველ რიგში კი არასწორად შერჩეული სათამაშო პოზიცია), თურმე ნაკრებშიც აღარაა გამოსაძახებელი)) ფეხბურთელი რომელიც მთელ საქართველოს ნაკრებს აღემატება სათამაშო ინტელექტით.
მძიმე ტრავმები გამოიარა. განსაკუთრებით კი ეს ბოლო იყო. ალბათ, ნახეთ, როგორი შრამიც დარჩა მუხლზე ოპერაციის შემდეგ. ასეთი ტრავმის შემდეგ, რაღაც პერიოდი სპორტსმენებს შიშიც აქვთ იგივეს განმეორების და ორთაბრძოლებში შესვლას ერიდებიან. ასე იყო შვეიცარიასთანაც. აშკარა იყო, რომ ჯანო ცდილობდა ორთაბრძოლებში არ შესულიყო. ეს ნორმალურია. ცოტა დროა საჭირო, რომ ეს გადალახოს.
ჯანო ნაკრების ტვინია და მისი ადგილი ცენტრშია, ხოლო ფლანგზე ჩაკვეტაძე. ეს ორი ერთად რომ გვეყოლება, ნახავთ, რომ სულ სხვა ფეხბურთს ითამაშებს ნაკრები.
წარმატებები ბიჭებს!
Burton
14:18 10-04-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული