"სპარტაკის" მწვრთნელი ჯანო ანანიძის გაშვებას არ ნანობს

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ კონონოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არ ნანობს ჯანო ანანიძისა და ალეკსანდრ სამედოვის გუნდიდან გაშვებას.

მოსკოვის "სპარტაკი" შაბათს საკუთარ მოედანზე დამარცხდა თანაქალაქელ ცსკა-სთან - 0:2 და ფაქტობრივად, გამოეთიშა ჩემპიონობისთვის ბრძოლას. ამ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა ჰკითხეს ოლეგ კონონოვს, ნანობდა თუ არა ანანიძისა და სამედოვის გუნდიდან გაშვებას, რაზეც კონონოვმა მოკლედ უპასუხა:

"საერთოდ არ ვნანობ!"

შეგახსენებთ, რომ ალეკსანდრ სამედოვმა გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, ხოლო ჯანო ანანიძე სეზონის ბოლომდე "კრილია სოვეტოვშია" განათხოვრებული.

მომზადებულია RIA novosti-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
და რატო უნდა ინანოს? წელიწადში 10 თვე ტრამვა აქვს და 3-4 თამაში თუ ითამაშებს და იმასაც შეცვლაზე. ფიზიკურად სუსტია და იქნებ შემახსენოთ ჯანოს მაგარი თამაში ნაკრებში ან სპარტაკში.ძალიან ვიცით ქართველებმა ფეხბურთელის დაუმსახურებლად ცაში აყვანა,რაღაცას იფაფხურებს და მესი გონიათ თავი.ანანიძე ზუსტადაც რომ მისი სათამაშო დონის შესაფერის კლუბშია და მაქედანაც მალე გაუშვებენ.
ზაზა
16:27 09-04-2019
12
გეთანხმები, მაგრამ ამათ რად უნდათ ნაკრებში ეს ვერ გამიგია. მაგის გარდა იგივეს ვიტყოდი ოქრიზე, მჭედლიძეზე და ჭანტურიაზე, თან აპიარებენ. ესაა ტრაგედია და პროვინციალიზმი. არავის არ სჭირდება ეგეთი იგროკი ჩვენი ფედერაციის გარდა. მაგალითად, როცა შემადგენლობას აცხადებენ და ლორია- გვარს წავიკითხავ, ვიცი, რომ ის თამაში წაგებულია. რაც არ უნდა შემადგენლობა გვყავდეს, თუ ლორია, კვერკველია, კაშია და კანკავა სასტავშია, ის თამაში უეჭველი წაგებულია. დღეს საბედნიეროდ სოლიდური რესურსი არსებობს ამ ბიჭების შეცვლის, მაგრამ რად გინდა, საუბედუროდ ამათ გარდა სხვას არ ამჩნევენ, აღარც დაამთავრეს თამაში, დაამატეთ მაგას ნავალოვსკი. რატომ არიან ეგენი, ასე პრივილეგირებულები, როცა უამრავი ფეხბურთელი წარმატებით ასპარეზობს ევროპაში და საქართველოს ჩემპიონატიდანაც ნამდვილად შეიძლება მინიმუმ 2 კაცის გამორჩევა, ჩემთვის გამოცანად რჩება. აქ მოყვანილ ფეხბურთელებს, არაფერი ესაქმებათ ეროვნულ გუნდში. პირდაპირ ვიტყვი, რომ დაბერდნენ და თამაში ვერ ისწავლეს და ყოველი მოსაგები თამაში, მათი უხეში შეცდომების და უმდაბლესი დონის დამსახურებაა, თუარადა გადახედეთ სტატისტიკას, რამდენჯერ დაგვღუპა ლორიამ, კვერკველიამ, ნავალამ, კანკავამ და კაშიამ. რამდენი შესაგდები ვერ შეაგდო მჭედლომ, ვაკომ. რა სარგებელი შეიძლება მიიღო ამათგან? ბირთვი ნამდვილად გამოკვეთა ვაისამ და ფედერაციამ ამათგან, მაგრამ რისი ან რა მიზნებისთვის ეს ვერ გავიგე, ალბათ ტოტალიზატორ - ბირთვი. აააა, როგორ ვერ მივხვდი ამდენ ხანს. პენსიონერთა, დათარსულთა, მარად გამოსაჯანმრთელებელ-პერსპექტიულთა, პოზიცია აბნეულ-დაკარგულთა ბირთვი-უთავმოყვარეოთა ნაკრები.ასეთი დაბალი დონე უფროსიან უმცროსიანად, არც კი მახსენდება. გყავდეს იგროკი და არ ათამაშო????
zazas
17:10 09-04-2019
38
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული