ჯანო ანანიძის აგენტი: "კრასნოდარი" შესანიშნავი კლუბია, მაგრამ არ დამკავშირებიან

AutoSharing Option
რუსულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე შეიძლება ზაფხულში "კრასნოდარში" გადავიდეს. ამაზე კომენტარი ფეხბურთელის აგენტმა თეიმურაზ ლეფსაიამ გააკეთა.

"მე "კრასნოდართან" არანაირი კონტაქტი არ მქონია, თუმცა ამ კლუბთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და თუ ჯანოს სამსახურით დაინტერესდნენ, ალბათ, მაცნობებდნენ.

"კრასნოდარი" შესანიშნავი კლუბია, ჩინებული ინფრასტრუქტურით, რომელიც რუსეთის პრემიერლიგის ბევრი ფეხბურთელისთვის საინტერესოა", - ციტირებს ლეფსაიას Sport24.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული