sport.ch: ამ მაჩვენებლით ლევან ხარაბაძე შვეიცარიის სუპერლიგაში მეცხრეა

AutoSharing Option
შვეიცარიული სპორტული გამოცემა sport.ch აქვეყნებს შვეიცარიის სუპერლიგის TOP 10 ახალგაზრდა ფეხბურთელის სიას, რომელთა ფასმაც "ტრანსფერმარკეტზე" მოიმატა.

ლევან ხარაბაძე, რომლის ფასმაც 450 000 ევროდან 1 250 000 ევრომდე აიწია, ამ სიაში მე-9 ადგილზეა.

საიტი ლევან ხარაბაძის შესახებ აღნიშნავს:

"ზამთარში "ციურიხმა" ახალგაზრდა ქართველი მარცხენა მცველად აიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ის თბილისის "დინამოდან" მხოლოდ იჯარის წესით არის განათხოვრებული, "ციურიხი", ალბათ, გამოიყენებს გამოსყიდვის უფლებას, რადგან ხარაბაძე საკმაოდ დამაჯერებლად თამაშობს. ის უფრო ხშირად მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე მოქმედებს და 11 ჩატარებულ მატჩში 1 გოლი გაიტანა და
3 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი განვითარების პროცესი "ციურიხში" ჯერ კიდევ არ დამთავრებულა."

ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასთა ცვლილებები (მათ შორის, ლევან ხარაბაძის), რის შესახებ ინფორმაციასაც ქვევით მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული