matchtv.ru: საბა კვირკველიას "ლოკომოტივის" დატოვება 3.6 მლნ ევროდ შეუძლია

AutoSharing Option
matchtv.ru-ზე კომენტატორმა ნობელ არუსტამიანმა იმ ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომლებმაც არაა გამორიცხული, ზაფხულში პრემიერლიგა დატოვონ და მათ შორის "ლოკომოტივის" მცველის საბა კვირკველიას ტრანსფერიც ივარაუდა.

"აქ ყველაფერი ძალიან მარტივადაა. ჩემი ინფორმაციით, კვირკველიას კონტრაქტში ოფციაა, რომლის მიხედვით პირველი ივლისიდან შეუძლია 3.6 მილიონ ევროდ წავიდეს. ის ჩვენს ლიგაში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, ამიტომ თუ "ლოკომოტივი" ახალ ხელშეკრულებას არ გაუფორმებს, მსურველები მრავლად ეყოლება.

კვირკველიას "ლოკომოტივი" უყვარს, მაგრამ თუ კარგ ხელფასს შესთავაზებენ, სავსებით შესაძლებელია წავიდეს. ჩვენ ვლაპარაკობთ ძლიერ ფეხბურთელზე, რომელიც ლეგიონერად მოვიდა და ე.ი. ჩვენთან არ
აღზრდილა. დიახ, მას უყვარს რუსეთი, მაგრამ ასევე პირობითად შეუძლია შეიყვაროს ინგლისი ან გერმანია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი წინადადებით მიმართავენ.

"ლოკომოტივში" მას მაღალი ხელფასი არა აქვს - სოლიდური, მაგრამ არა ყველაზე დიდი. მისი სამსახურით ევროპის დიდი ჩემპიონატების საშუალო გუნდები არიან დაინტერესებულნი. ასეთი თანხის სანაცვლოდ თავისუფლად შეუძლია ინგლისში, საფრანგეთში, იტალიაში ან გერმანიაში წავიდეს. არანაკლებ სავარაუდოა, რომ რუსეთშიც შესთავაზონ ვარიანტები. 3.6 მილიონი ასეთი კლასის ფეხბურთელისათვის სასაცილო თანხაა.

კონკრეტიკა ჯერ არაა, თუმცა ზამთარში და გასული წლის ზაფხულში მისადმი ინტერესი იყო. "ბრაიტონი", "ლესტერი" და ა.შ. თუმცა, კიდევ ერთხელ: კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 9 მილიონი იყო და არის, მაგრამ 1 ივლისიდან 3.6 მილიონი გახდება. რა თქმა უნდა, საბას შეძენის მსურველი უფრო ბევრი იქნება. ძალიან რეალური გამოსავალი ისაა, თუ "ლოკომოტივი" არაფერს არ მოიმოქმედებს".

მკითხველის კომენტარები / 3 /
არ წავა ბევრი მიზეზის გამო:

1) რუსეთში კარგად უხდიან, თითქმის ყველა ნორმალურ ფეხბურთელს იმაზე მეტს უხდიან ვიდრე ევროპაში გადაუხდიან. ამით ინარჩუნებენ მათ რუსეთსი
2) მგონია რომ ზოგიერთი ფეხბურთელი რუსეთს უფრო ადვილად ერგება და არ ეთმობათ მოსკოვი ან არ უნდათ ევროპულ მენტალიტეტთან თავიდან შეგუება, ენის სწავლა და ა.შ
3) რეალურად რომ ვთქვათ უმრაველობას გაუჭირდება კიდეც უმაღლეს ჩემპიონატში თავის დამკვიდრება. იგივე კვირკველიას არ აქვს ისეთი გამოცდილება კალაძეს რომ ჰქონდა კიევის დინამოში. დიდი შანსია ვერ გამოიყენოს შანსი და 4-5 თამაშის მერე სკამზე დასვან. ამიტომ ეგეც რისკია რომ წავიდეს
არ წავა
01 ივნისი 2019 02:21
0

ეხლაც თუ არ წავიდა სულელი ყოფილა
912
19 აპრილი 2019 21:38
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული