
20 აპრილს, რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში ჯანო ანანიძის "კრილია სოვეტოვი" ხიმკიში 0:1 დამარცხდა მოსკოვის "დინამოსთან", რომელსაც აქამდე ბოლო 5 მატჩში გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული.
როგორც სამარული კლუბის საიტი იტყობინება, ანანიძე მწვრთნელმა მიოდრაგ ბოჟოვიჩმა ტრავმირებული ალეკსანდრ სამედოვის ნაცვლად დააყენა ძირითად შემადგენლობაში, თავის გუნდს ვერაფრით ვერ დაეხმარა და 75-ე წუთზე შეცვალეს.
"კრილია სოვეტოვი" 27 ქულით ჯერჯერობით მე-12 ადგილზეა, პრემიერლიგიდან გავარდნის საშიშროება ემუქრება და 25 აპრილს "ურალს" უმასპინძლებს.
ანანიძემ ჩემპიონატის 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა.