ვაკო გვილიამ საგოლე გადაცემა გააკეთა - "გურნიკმა" 1:0 მოიგო

AutoSharing Option
22 აპრილს, პოლონეთის ექსტრაკლასას მეორე ექვსეულის მატჩში ვაკო გვილიას "გურნიკმა" ზაბჟეში 1:0 სძლია ლუკა ზარანდიას "არკას".

გვილიამ თამაში სასტარტოში დაიწყო და კამილ ზაპოლნიკმა გოლი 53-ე წუთზე მის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ გაიტანა. გვილია 81-ე წუთზე შეცვალეს.

რაც შეეხება ზარანდიას, 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

"გურნიკი" ამ გამარჯვების შემდეგ გასავარდნ ზონას 5 ქულით დაშორდა, "არკა" კი ბოლოსწინა ადგილზეა და ქვედა ლიგაში დაქვეითება ემუქრება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული