ლობჟანიძემ "რანდერსი" ევროპა ლიგაზე გასასვლელი პლეი-ოფის მატჩში წაგებას გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 მაისს, დანიის სუპერლიგის ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" გასვლაზე ფრეს მიაღწია "სონდერისკესთან" - 1:1.

სტუმრები წაგებას ქართველმა ლეგიონერმა საბა ლობჟანიძემ გადაარჩინა, რომელმაც საპასუხო გოლი შეხვედრის დასასრულს თავურით გაიტანა.

საბამ მიმდინარე პირველობაზე 7 გოლი გაიტანა.

"რანდერსისა" და "სონდრისკეს" საპასუხო მატჩი 12 მაისს გაიმართება.

ჰადერსლევი. "სიდბანკ პარკი". 4 372 მაყურებელი
სონდერისკე - რანდერსი 1:1
გოლები: 1:0 იაკობსენი (38), 1:1 ლობჟანიძე (82)
მკითხველის კომენტარები / 5 /
თავით გაიტანა გოლი მაღალ ნახტომში
https://www.youtube.com/watch?v=i41vj6Vkdyk
ქართველი გულშემატკივარი
06 მაისი 2019 05:49
0
"ექსპერტები" )))
სად კაჭარავა და სად ლობჟანიძე?!
კაჭარავა ცენტრალური თავდამსხმელია და ლობჟანიძე ფლანგის ფეხბურთელი. რომლის ძირითადი პლიუსი სისწრაფეა. როდის გინახავთ, რომ ცენტრ ფორვარდად ეთამაშოს?!
კაჭარავას ან ქვილითაიას ფორვარდად რომ აყენებს, ის გათვლაა, რომ მაღლები და ფიზიკურად, ასე თუ ისე, ძლიერები არიან. შეუძლიათ ამის ხარჯზე პირველი ბურთის მოგება, ან ბურთის კორპუსით დაფარვა და გუნდისთვის შენარჩუნება.
არველაძეს რაც შეეხება, რადგან საფეხბურთო ოჯახიდანაა, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ნაკრებში უნდა დაბლოკონ? ძალიან კარგი დარტყმა აქვს და ბევრად ათლეტურია, ვიდრე ლობჟანიძე, ამიტომ, როგორც ფორვარდი(!) ისიც უკეთესი ვარიანტია. თუმცა რატომღაც ფლანგზე ათამაშა ვაისმა. აი ფლანგისთვის ლობჟანიძე ნაღდად უკეთესია, მაგრამ ცენტრფორვარდად სამივე ზემოთჩამოთვლილი ფეხბურთელი უფრო გამოდგება, ვიდრე ლობჟანიძე.
Modric
05 მაისი 2019 21:05
2
ჩემი აზრით ნაკრებში ფორვარდის პრობლემას არველაძე და კვარაცხელია მოაგვარებენ,კიდევ მაქვს ქვილითაიას იმედი. დანარჩენი ხარახურაა ძმაო. ლობჟანიძე კლუბში კი ნორმსლურია,მაგრამ რაღც მგონია ნაკრების ფეხბურთელი არაა.
გოგა
05 მაისი 2019 22:30
8
ამას კიდევ კაჭარავა სჯობს. მგონი ვაისა მაგრა ბოლდება სასტავის დაყენებისას. საბა ყველაზე მაგრად პოულობს თავისუფალ ზონებს საჯარიმოში, ანუ მაგრად იხსნება და პოზიციას არჩევს. მაგაზე კარგად ცენტრფორვარდის პოზიციაზე ვერავინ ივარგებს ნაკრებში, მარა მერე კაჭარავას და არველაძეს რა უყონ? მიტოა კარგად ნაკრების საქმე.ყაზაიშვილსაც ბევრად აჯობებს. მიცენ შანსი ამ პოზიციაზე სასტარტოდან, გიბრალტართან მაინც.
vava
05 მაისი 2019 19:44
14
რუსთავის ხარებმა რა ქნა რაგბში ხომ არ იცი.. კომენტარიდან გამომდინარე წესით უნდა იცოდე))
A
05 მაისი 2019 22:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული