"კრილია სოვეტოვის" გენერალური დირექტორის, ვიტალი შაშკოვის განცხადებით, ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
ქართველი ნახევარმცველი მოსკოვური კლუბის წევრია, "კრილიაში" კი იჯარის წესით თამაშობს. ამიტომ კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ანანიძეს "სპარტაკის" წინააღმდეგ თამაშის უფლება არ აქვს.
"ჯანო ანანიძე, არტიომ ტიმოფეევთან ერთად, "სპარტაკის" წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს იჯარის ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტის გამო", - განუცხადა შაშკოვმა Sport24-ს.
ქართველი ნახევარმცველი "კრილია სოვეტოვში" გასულ ზამთარს იჯარის წესით, სეზონის ბოლომდე გადავიდა. მან სამარული კლუბის რიგებში რუსეთის პრემიერლიგაში 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სა
დაც 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
"კრილია სოვეტოვის" და მოსკოვის "სპარტაკის" მატჩი 18 მაისს გაიმართება.