პოლონეთის ექსტრაკლასას 36-ე ტურში უმაღლესი დივიზიონიდან აწ უკვე გავარდნილმა სოსნოვიეცის "ზაგლებიემ" ვატო არველაძის "კორონა" მიიღო და 2:4 დამარცხდა.
მასპინძელთა შემადგენლობაში 56-ე წუთზე თავი გამოიჩინა გიორგი გაბედავამ, რომელმაც სეზონში მესამე გოლი გაიტანა, ვატო არველაძე კი მატჩის 64-ე წუთზე შეცვალეს. სტუმართა შემადგენლობაში არ გამოჩენილა გიორგი ივანიშვილი.
"კორონას" გავარდნა არ ემუქრება, დაქვეითებული "ზაგლებიე" კი მომდევნო ტურში გიორგი მერებაშვილის "ვისლას" დაუპირისპირდება.