ლუკა გუგეშაშვილი "გრანადაში" გადავიდა და "დილას" დაემშვიდობა

AutoSharing Option
20 წლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ლა ლიგაში დაბრუნებულ "გრანადაში" გააგრძელებს კარიერას.

გუგეშაშვილი პოლონური "იაგელონიას" ფეხბურთელია და ამჯერად იჯარით "გრანადაში" გაუშვა.

ლუკამ გასული სეზონი "დილაში" ჩაატარა და გორულ კლუბს დაემშვიდობა.

"გორის "დილასთან" საიჯარო ხელშეკურლება ამომეწურა და კარიერას ესპანურ "გრანადაში" გავაგრძელებ. მადლობა მინდა გადავუხადო "დილას", რომ მენდობოდნენ და თავის წარმოჩენის შანსი მომცეს. მადლობა ყველას, სამწვრთნელო შტაბს, გუნდში მომუშავე თითოეულ ადამიანს და კლუბის გულშემატკივრებს!!

ყოველთვის მემახსოვრებით! წინ დიდი გამოწვევებისკენ!!!", - წერს გუგეშაშვილი "დილას" საიტზე.

"დილამ" გუგეშაშვილს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

"გრანადაში"
ძირითადი მეკარე 25 წლის პორტუგალიელი რუი სილვაა და კლუბს გუგეშაშვილის გუნდში ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მურმანი რომ გქვია გეტყობა..ამხელა ბოღმა საიდან ვერ ამიხსნია უბრალოდ.ახალგაზრდა კაცი ამხელა წარმატების მოლოდინშია და შენ "შეამკე" რასაც ქვია,წარმატებები რომ უსურვო ის უფრო კარგი არ იქნება?სირცხვილია.
წარმატებებს გისურვებ მეგობარო და მურმანისნაირების გულის გასახეთქად გრანადას ძირითადში მენახე.
ქობულეთიდან
22:48 30-06-2019
1
ყველაფერი შენს ხელშია მეგობარო, წარმატებები! შენი კარგი თამაშით ყველას გაგვახარებ
George
22:23 30-06-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული