იური სიომინმა განმარტა, რატომ არ ათამაშებს საბა კვირკველიას

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა "დინამოსთან" მოგებული მატჩის შემდეგ გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და მათ შორის, საბა კვირკველიასაც შეეხო.

"გუნდი ჯერ კიდევ არ არის ოპტიმალურ ფორმაში. ამისათვის საჭიროა რამდენიმე ძალიან კარგი თამაშის ჩატარება. ამასთანავე, რამდენიმე ფეხბურთელმა ოპტიმალურ კონდიციებამდე მისვლა ვერ მოახერხა, მათ შორის, კვირკველიამ", - განაცხადა რუსმა მწვრთნელმა Матч Премьер-ის პირდაპირ ეთერში.

უკვე რუსეთის პრემიერლიგის 5 ტური გავიდა და საბა კვირკველიას 1 წუთიც არ უთამაშია, 5-ჯერ შეხვედრაში "ლოკომოტივის" განაცხადში იყო. მალე საქართველოს ნაკრებს თამაშები ელოდება, საბა ნაკრების მნიშვნელოვანი ფეხბურთელია
და მნიშვნელოვანია, კარგ ფორმაში შეხვდეს.



მკითხველის კომენტარები / 8 /
ობიექტურია

გეთანხმები, ერთი 2 წელი ითამაშებენ, ფულს იშოვიან და მორჩა მათი კარგი თამაში.
დათო
16:33 19-08-2019
1
აქ სხვა რაგაცასთან გვაქვს საქმე.მემგონი სიომინი კვარაცხელიას წასვლამ გააბრაზა და არ ათამაშებს საბას.რუსული წა.....ბა.აბა რუბინიდან ერთი წლის უთამაშებელი კვირკველია ფორმაში იყო მეორე დღესვე რო ჩასვა სასტავში.ამ კაცის მის მერე არ მწამს რაც საქართველოს ასათიანი წაართვა როგორც პლეიმეიკერი
თემური
14:56 19-08-2019
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული