საბა კვირკველია: ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლის სურვილი რომ მქონოდა, გადავიდოდი

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველმა საბა კვირკველიამ ახსნა, თუ რატომ არ გადავიდა ინგლისურ კლუბში და რატომ არ თამაშობს.

"მოედანზე ჩემი არყოფნის მიზეზი ტრავმაა! ვერ გავიგე, რაზეა საუბარი, როდესაც კიდევ რაღაცებზე ლაპარაკობენ. ზოგიერთს ტრავმის გამო უკვე ნახევარი წელიწადი გაუცდა. მერწმუნეთ, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ადამიანებს კი, რომლებიც ჭორებს ავრცელებენ და ჩემზე ადრეც სხვადასხვა საზიზღრობას ამბობდნენ, ოდესღაც უკვირდათ, რატომ ამიყვანეს "რუბინიდან" "ლოკომოტივში". იძახოდნენ, მეორე ლიგის დონეაო. დაე, მოკეტონ და რცხვენოდეთ!

"ლოკომოტივში" თამაში და ყოფნა ძალიან მომწონს.  მწვრთნელი სიომინი ძალიან მიყვარს, რომელმაც ჩემთვის ბევრი რამ
გააკეთა.

"ლესტერი" კი... ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლის სურვილი რომ მქონოდა, გადავიდოდი. როდესაც ჩემპიონები გავხდით, მაშინ მოგვმართეს წინადადებით. თუმცა, არაფერზე არ ვნანობ. დავრჩი და მოხარული ვარ, რომ მეორედ გავედით ჩემპიონთა ლიგაზე. მინდა, "ლივერპულს" შევხვდეთ, ეს ტოპ-დონეა. ამ გუნდს "რუბინის" რიგებში "ენფილდზე" ვეთამაშე - ისეთი სიამოვნება მივიღეთ! უდავოა, შარშანდელზე უკეთესად ვიასპარეზებთ. ევროპა ლიგაზე გასვლას მაინც შევეცდებით.

გასულ სეზონში "უფასთან" ტრავმა მივიღე და შეცვლა მოვითხოვე. შემდეგ შეკრება გავაცდინე და ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი. როდესაც ფეხბურთელს ამდენი უცდება, მერე ძალიან უჭირს.

ცოტა ხნის წინ ვარჯიშიც კი მიჭირდა, ბარძაყის კუნთები ძალიან მტკიოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი წესრიგშია, მალე 100%-ით მზად ვიქნები. სამი თვე ვმკურნალობდი. რა აზრი ჰქონდა, რომ მეთამაშა და ისევ ტრავმა მიმეღო?

"როსტოვთან" მატჩში ჩემი დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, ტკივილი აღარ მაწუხებს და ნაკრებშიც კი გამიშვეს.  ვფიქრობ, პრემიერლიგის პაუზის მერე დავბრუნდები, შემდეგ კი ვის აირჩევს, მწვრთნელის გადასაწყვეტი იქნება", - განუცხადა კვირკველიამ championat.com-ს.

მკითხველის კომენტარები / 25 /
ჰოდა პრემიერლიგაში გადასვლის სურვილი რომ არ გაქვს, სწორედ ამაშია შენი უბედურება!
გულშემატკივარი
28 აგვისტო 2019 21:40
3
აბა რა, რა გინდა ინგლისში? ხიხია ინგლისი. რუსეთი არ ჯობია? კარიერას რომ დაამთავრებ ნახავ თუ ვინმეს გაახსენდები მაგ შენი რუსეთიდან.
David
28 აგვისტო 2019 22:22
6
აბა რა საბა რაგინდოდა ლესტერში ლოკომოტივი არ ჯობია ხო დაგლიჯეთ ლიგაზე შარშან წელს ალბათ ფინალს უმიზნებ
თემური
28 აგვისტო 2019 23:36
3
დაუხევიათ კალთები ინგლისელებს და ეს გაჯიუტებულა თურმე. ლოკომოტივშიც არ ათამაშებენ, მტავარია პელმენი უყვარს და ბორში. ვინ აპიარებს ამ კაცს ნეტა
ვასო
28 აგვისტო 2019 21:53
12
საბამ თავი ყულფში გაყო.
Sniperi
28 აგვისტო 2019 21:10
3
სად წელიწადში ერთხელ რომ ღებულობ სიამოვნებას და სად თითქმის ყოველ ტურში.ეტყობა ამას ასე მოწონს.ჰოდა კი ხარ მაქ.(მიმინოში რომაა--ზამთარში....)
კახა ქ.
29 აგვისტო 2019 02:06
1
ძალიან სამწუხაროა, ქართველი ფეხბურთელი, რომ ამას ამბობს
gio
29 აგვისტო 2019 09:44
2
სამარცხვინო ადამიანი ვარო, ხმამაღლა მაინც ნუ იტყვი ამას
დინამოელი
29 აგვისტო 2019 01:18
7
მესმის მისი, აღარაა საბა იმ ასაკში რომ ამხელა რისკი გასწიოს და ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპა ლიგაზე მოასპარეზე გუნდიდან ინგლისის ჩემპიონატში დასარჩენად მებრძოლ გუნდში გადავიდეს. იქიდან სადმე თუნდაც მეორე დონის გრანდში მოხვედრის ალბათობაც ძალიან მცირეა ამ ასაკისათვის და იმ ფეხბურთელისათვის რომელსაც არავინ იცნობს. აი 18 და 19 წლის ახალგაზრდები რატო იკლავენ კარიერას ამ რუსეთისათვის ეგ დრემდე ამოუხსნელი ამოცანაა.
dadu
29 აგვისტო 2019 12:34
3
არუნდა მიდიოდეს ქართველი რუსეთის ჩემპიონატში, ჯერ მაქედან წასული და ტოპ ჩემპიონატში მოხვედრილი ან ბევრად უკეთეს ლიგაში გადასული მე არ მინახავს. ეტყობა ჯადოაქვს და ვერ ტოვებენ. რაგინდა ლოკომოტივში სად პრემიერლიგს სად რუსეთის ჩემპიონატი. სადა ბანაობ საბა კაი რა
გულშემატკივარი
29 აგვისტო 2019 10:25
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული