საბა კვირკველია: ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლის სურვილი რომ მქონოდა, გადავიდოდი

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველმა საბა კვირკველიამ ახსნა, თუ რატომ არ გადავიდა ინგლისურ კლუბში და რატომ არ თამაშობს.

"მოედანზე ჩემი არყოფნის მიზეზი ტრავმაა! ვერ გავიგე, რაზეა საუბარი, როდესაც კიდევ რაღაცებზე ლაპარაკობენ. ზოგიერთს ტრავმის გამო უკვე ნახევარი წელიწადი გაუცდა. მერწმუნეთ, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ადამიანებს კი, რომლებიც ჭორებს ავრცელებენ და ჩემზე ადრეც სხვადასხვა საზიზღრობას ამბობდნენ, ოდესღაც უკვირდათ, რატომ ამიყვანეს "რუბინიდან" "ლოკომოტივში". იძახოდნენ, მეორე ლიგის დონეაო. დაე, მოკეტონ და რცხვენოდეთ!

"ლოკომოტივში" თამაში და ყოფნა ძალიან მომწონს.  მწვრთნელი სიომინი ძალიან მიყვარს, რომელმაც ჩემთვის ბევრი რამ
გააკეთა.

"ლესტერი" კი... ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლის სურვილი რომ მქონოდა, გადავიდოდი. როდესაც ჩემპიონები გავხდით, მაშინ მოგვმართეს წინადადებით. თუმცა, არაფერზე არ ვნანობ. დავრჩი და მოხარული ვარ, რომ მეორედ გავედით ჩემპიონთა ლიგაზე. მინდა, "ლივერპულს" შევხვდეთ, ეს ტოპ-დონეა. ამ გუნდს "რუბინის" რიგებში "ენფილდზე" ვეთამაშე - ისეთი სიამოვნება მივიღეთ! უდავოა, შარშანდელზე უკეთესად ვიასპარეზებთ. ევროპა ლიგაზე გასვლას მაინც შევეცდებით.

გასულ სეზონში "უფასთან" ტრავმა მივიღე და შეცვლა მოვითხოვე. შემდეგ შეკრება გავაცდინე და ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი. როდესაც ფეხბურთელს ამდენი უცდება, მერე ძალიან უჭირს.

ცოტა ხნის წინ ვარჯიშიც კი მიჭირდა, ბარძაყის კუნთები ძალიან მტკიოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი წესრიგშია, მალე 100%-ით მზად ვიქნები. სამი თვე ვმკურნალობდი. რა აზრი ჰქონდა, რომ მეთამაშა და ისევ ტრავმა მიმეღო?

"როსტოვთან" მატჩში ჩემი დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, ტკივილი აღარ მაწუხებს და ნაკრებშიც კი გამიშვეს.  ვფიქრობ, პრემიერლიგის პაუზის მერე დავბრუნდები, შემდეგ კი ვის აირჩევს, მწვრთნელის გადასაწყვეტი იქნება", - განუცხადა კვირკველიამ championat.com-ს.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თუ გქონდა შანსი და არ გადახვედი მაგრადაც მიგიქარავს
გიონატ
29 აგვისტო 2019 00:21
2
Xo rasambob rigi gedga ra :-):-) tviton agiareb da ginda rom liverpuls shexvde gadasuliyavi lestershi da celicadshi minimum 2 jer shexvdebodi, ar ki ara veer gadaxvedi uari tqves shenze arciyo iseti interesi rogoricunda yofiliyo ubralod jurnalistebis piari iyo, nu baqibuqob ra
Va-Le
29 აგვისტო 2019 01:12
3
ლივერპულთან თუ გინდოდა თამაში პრემიერლიგაში უფრო მეტჯერ გექნებოდა შანსი იქ ინგლისის თასი სამეფო თასი და იმდენი გათამაშებებია შეიძლება ლივერპულს 6 ჯერ შეხვედროდი და გარდა ლივერპულისა მანჩესტერული სიტი და იუნაიტედი ლონდონური არსენალი ტოტენჰემი ჩელსი ფეხბურთის სამშობლო ნომერ პირველი ჩემპიონატი ყველა თამაშზე გავსებული სტადიონები საუკეთესო გარემო ეჰ ჭკუა სად გქონდა სიომინი კიდე გაგებუტა და გახეხინებს სათადარიგო სკამს მაგას პირველ რიგში თავის მდგომარეობა აჯავრებს რატო გაგიშვებდა საუკეთესო მცველი იყავი გაყმართლა ჩორლუკა შევიდა ფორმაში თორე ეტირებოდა ყოფა დაგიჩოქებდა რუსისთვის სულერთია გინდ წინ მოუსაქმებ თუ უკან
კახა
29 აგვისტო 2019 12:32
3
რა უბედური ტვინი გვაქვს .. და რაოდენ გულდასწაწყვეტია რომ ესე შენი სამშობლოს ჭირს
Solo
29 აგვისტო 2019 08:19
0
ეგ კიარა სიმართლე თქვი რატომ არ აგიყვანეს ინგლისში, ვინც არ იცით გაარკვიეთ და გაიგებთ, სინამდვილეში რატო არ აიყვანეს. რა უპოვეს და რატო შეიკავეს თავი. კაი რა საბა რა. კაი კაციხარ, იყავი მანდ ძმაო მარა სკამი მაინც არ ხეხო მაქანა მაინც.
სიმართლე
29 აგვისტო 2019 08:54
3
მოგვიყევი ჩვენც მეგობარო, თუ რამე იცი ისეთი. გაგვიზიარე ამბავი.
Leonti
29 აგვისტო 2019 10:44
3
რუსეთში ჩარჩენილი კიდევ ერთი ქართველი.... სამწუხაროდ
თემო
29 აგვისტო 2019 00:56
1
კარგად აზროვნებს მისი ჭკუით
mikheil kopaleishvili
29 აგვისტო 2019 14:54
1
ვის რად უნდა ინგლისში კვირკველია,ლოკომოტივში არ ათამაშებენ
kvirkvelia
29 აგვისტო 2019 21:25
2
მოდაში შემოვიდა ეს ვითომ გულშემატკივრობა და სხვისი მიღწევების განსჯა,,ბიძიკო რო ილანძღებით და ასეთი ჭკვიანები რომ ხართ მიაღწიეთ რამეს ამ ცხოვრებაში? ასე ჭკვიანები რომ ხარ იმიტო საერთოდ არ თამაშობთ ალბად..
და თქვენ რომ მის ადგილას ყოფილიყავით სხვისი აზრს არ მოუსმენდით..ტაკ შტო მიხედეთ თქვენს საქმეს და ნუ დაგავიწყდება რომ
,,სხვის ხელში თოხი კარგად მუშაობს'' მაგრამ ეგ რომ ჩვენ გავითავისოდ გავაანაალიზოდ და ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოდ როგორც საბა აკეთებს მაშინ მე და კიდევ 1,5 მოლიონი ქართველი გახიზნული არ ვიქნებოდით რომ დარჩენილი 2 მილიონმა პური გატეხოთ და მშიერი არ იყოთ,მაგრამ ბოღმას ჭამთ და გემრიელია ალბად.. აი ეგაა თქვენი ამერიკა და დოლარი მოგაკლდა რუსი ტურისტი ფული და ქალებიი და კია შენი დოლარი 4 ლარი მალე გრივნა გავასწრებთ ვარდნაში და ჯიბე გასქელებული ვივლით ყველა
ოტია
29 აგვისტო 2019 16:35
15
რუსი ტურისტი კი არ მოგვაკლდა მოგვიმრავლდა პირიქით, სხვა უცხოელი მოგვაკლდა, ვისაც დოლარი უნდა შემოეტანა და ვრჩებით ნელნელა რუსების ამარა, შეგნებულად. რუს ქალებზე კი სამშობლოს და თავისუფლების გაცვლა არ ღირდეს ეგებ.
ჯოტია
13 სექტემბერი 2019 00:48
0
მომწონს საბას საუბარი, დღეს დიპლომატია ყველგან და ყველაფერში საჭიროა. დიდ წარმატებებს გისურვებ საბა.
გიზოგ
29 აგვისტო 2019 11:22
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული