"რანდერსის" მწვრთნელი: საბა ლობჟანიძე? თუ ვინმე სამშაბათამდე ამ თანხას გადაიხდის....

AutoSharing Option
"რანდერსის" მთავარმა მწვთნელმა ტომას ტომასბერგმა უპასუხო ჟურნალისტის შეკითხვას, იქნება თუ არა საბა ლობჟანიძე "სილკებორგის" წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის განაცხადში.

"სისულელე იქნებოდა მისი არ გამოყენება, სანამ საბა "რანდერსის" ფეხბურთელია. ნუ, თუ ვინმე სამშაბათამდე 2 მილიონ ევროს გადაიხდის, ლობჟანიძე "რანდერსის" ფეხბურთელი აღარ იქნება. თუმცა, მე ისეთი მოლოდინი მაქვს, რომ ლობჟანიძე "სილკებორგთან" შეხვედრაში ჩვენს განაცხადში იქნება.

მე რა თქმა უნდა, ძალიან მინდა ლობჟანიძის გუნდში დარჩენა, თუმცა ამავდოულად ვაცნობიერებ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ფინანსებს ფეხბურთში. ამიტომ, მშვიდად ველოდები სამშაბათს, რათა ზუსტად ვიცოდე, იქნება თუ არა
საბა ჩვენთან მინიმუმ, მომავალი 4 თვის განმავლობაში,"-  განაცხადა 44 წლის მწვრთნელმა amtsavisen.dk-სთან საუბარში.

საბა ლობჟანიძე ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში შემადგენლობაში გამოიძახა სამხრეთ კორეასა და დანიასთან გასამართი მატჩებისათვის. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბრონდბიუმ" "რანდერსს" ლობჟანიძს სანაცვლოდ, დაახლოებით ნახევარი მილიონი ევრო შესთავაზა, რაც სწრაფი უარი მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული