ლევან შენგელია: აღფრთოვანებული ვარ ასეთი თბილი დახვედრით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ თურქეთის სუპერლიგის კლუბ "ქონიასპორში" გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ქონიაში ჩამოსვლის წუთიდან გაოცებული დავრჩი ინფრასტრუქტურითა და სტადიონით. წარმომიდგენია, რამდენად შესანიშნავი ატმოსფერო მელოდება წინ. ეროვნულ ნაკრებში ტრანსფერის წინა დღეებში გამომიძახეს, რაც ასევე ძალიან მახარებს. სანაკრებო მატჩების დამთავრებისთანავე ჩამოვალ ქონიაში და შევუდგები მუშაობას.

აღფთოვანებული ვარ ასეთი თბილი დახვედრით და ამ ყველაფრისთვის მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ამის შემდეგ სხვა მიზანი აღარ დამრჩენია, გარდა იმისა, რომ "ქონიასპორს" სარგებელი მოვუტანო. მინდა მივესალმო ჩვენი გუნდის ფანებს და ვუთხრა, რომ მოუთმენლად ველოდები
მათთან შეხვედრას", - აღნიშნა ლევან შენგელიამ "ქონიასპორის" ოფიციალურ საიტთან საუბრისას.

შენგელიამ თურქულ კლუბთან 2+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და "ქონიასპორში" 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. იქამდე კი ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და სამხრეთ კორეასა და დანიის წინააღმდეგ გასამართი თამაშებისთვის მოემზადება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეჰ ჩემო ძმობილო აღფრთოვანებული კი არა არ გცდონია შენ თურქებია ამბავი.ვნახავ ერთი წლის თავზე როგორი აღფრთოვანებული იქნები
მწარე
22:57 03-09-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული