სათადარიგოდ მყოფი ნაკრების ფეხბურთელები - ქვილითაია 17 წუთი ათამაშეს

AutoSharing Option
19 ოქტომბერი ქართული ლეგიონისთვის არა თუ წარმატებული, არამედ ძალიან ცუდი იყო. შედეგზე საუბარი არ არის, როცა ნაკრების ფეხბურთელთა უმრავლესობა კლუბებში სათადარიგო იყო.

პოლონეთში  ვატო არველაძის "კორონა" გიორგი მერებაშვილის "პლოცკმა" 1:0 დაამარცხა, არცერთ ფეხბურთელს სათამაშო დრო არ მისცემია. "ლეგია" "ლეხის" (2:1) მატჩში ვაკო გვილია სათადარიგო იყო, ის მატჩის ბოლოს 80-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე.

რუსეთის პრემიერ ლიგაში მოსკოვის "სპარტაკი" და ყაზანის "რუბინი" ფრეზე 0:0 გაიყარნენ, მასპინძელთა შემადგენლობაში სათადარიგო იყო ჯანო ანანიძე, ხოლო სტუმართა შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილი პირველივე წუთებიდან თამაშობდა და 68-ე წუთზე
ბექა მიქელთაძემ
შეცვალა, ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არ ყოფილა.

უნგრეთის ჩემპიონატში "მეზოკოვედისა" და "ფეჰერვარის" დაპირისპირება 0:0 დასრულდა, ბუდუ ზივზივაძემ მასპინძელთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა.

ჰოლანდიის ჩემპიონატში "ტვენტე" "ვილემთან" 0:1 დამარცხდა, გიორგი აბურჯანიას სათამაშო დრო არ მისცემია.

ავსტრიის ჩემპიონატში "შტურმა" გათამაშების ლიდერი "ზალცბურგი" მიიღო და ფრე 1:1 ეთამაშა. ოთარ კიტეიშვილმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, ის sofascore.com-მა 6.9 ბალით შეაფასა.

ბელგიის ჩემპიონატში "გენტმა" "ბევერენი" 2:0 დაამარცხა, გიორგი ქვილითაია სათადარიგო იყო და 73-ე წუთზე გოლის ავტორი ლორენ დეპოიტრე შეცვალა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული