19 ოქტომბერი ქართული ლეგიონისთვის არა თუ წარმატებული, არამედ ძალიან ცუდი იყო. შედეგზე საუბარი არ არის, როცა ნაკრების ფეხბურთელთა უმრავლესობა კლუბებში სათადარიგო იყო.
პოლონეთში ვატო არველაძის "კორონა" გიორგი მერებაშვილის "პლოცკმა" 1:0 დაამარცხა, არცერთ ფეხბურთელს სათამაშო დრო არ მისცემია. "ლეგია" "ლეხის" (2:1) მატჩში ვაკო გვილია სათადარიგო იყო, ის მატჩის ბოლოს 80-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე.
რუსეთის პრემიერ ლიგაში მოსკოვის "სპარტაკი" და ყაზანის "რუბინი" ფრეზე 0:0 გაიყარნენ, მასპინძელთა შემადგენლობაში სათადარიგო იყო ჯანო ანანიძე, ხოლო სტუმართა შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილი პირველივე წუთებიდან თამაშობდა და 68-ე წუთზე
ბექა მიქელთაძემ შეცვალა, ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არ ყოფილა.
უნგრეთის ჩემპიონატში "მეზოკოვედისა" და "ფეჰერვარის" დაპირისპირება 0:0 დასრულდა, ბუდუ ზივზივაძემ მასპინძელთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა.
ჰოლანდიის ჩემპიონატში "ტვენტე" "ვილემთან" 0:1 დამარცხდა, გიორგი აბურჯანიას სათამაშო დრო არ მისცემია.
ავსტრიის ჩემპიონატში "შტურმა" გათამაშების ლიდერი "ზალცბურგი" მიიღო და ფრე 1:1 ეთამაშა. ოთარ კიტეიშვილმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, ის sofascore.com-მა 6.9 ბალით შეაფასა.
ბელგიის ჩემპიონატში "გენტმა" "ბევერენი" 2:0 დაამარცხა, გიორგი ქვილითაია სათადარიგო იყო და 73-ე წუთზე გოლის ავტორი ლორენ დეპოიტრე შეცვალა.
ლოკომოტივმა" ისევ იმარჯვა - საბა კვირკველია ისევ სათადარიგო იყო
ჯანო ანანიძის სამივე მწვრთნელი გერმანელია, გენერალური დირექტორიც