რუსეთის პრემიერ ლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში "უფამ" საკუთარ მოედანზე მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლა და 83-ე წუთზე კროტოვის გატანილი გოლის წყალობით ფრეს მიაღია, ხოლო კროტოვს საგოლე გადაცემა ჯიმი ტაბიძემ გაუკეთა, რომელმაც "არმიელების" საჯარიმოში თავით მოიგო ბურთი და პარტნიორს ზუსტი გადაცემა მისცა.
აღსანიშნავია, რომ ტაბიძემ რუსეთის პრემიერ ლიგაში 13-ვე შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა და მხოლოდ ერთხელ შეცვალეს, "ზენიტთან" 1:0 მოგებულ შეხედრაში და ისიც 85-ე წუთზე.
ჯიმის გუნდი 16 ქულით რუსეთის უმაღლეს ლიგაში მე-8 ადგილს იკავებს. თავად ტაბიძეს საგოლე გადაცემის გარდა სეზონში 1 გოლი
აქვს გატანილი და ისიც კიდევ ერთ ლიდერ "კრასნოდარს" გაუტანა.