24sports.com.cy: ნიკა კაჭარავას უნდა, მარტამდე საქართველოს ნაკრების მატარებელს მოახტეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის" ჩემპიონატის მე-7 ტურში "ანორთოსისის" მიერ "დოქსას" განადგურებას (6:0), ნიკა კაჭარავას გოლსა და ორ საგოლე გადაცემას, აგრეთვე, ბუბა დაუშვილის ბრწყინვალე გოლს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, ფამაგუსტური გუნდი გარდაისახა.

24sports.com.cy-მ წერილი მიუძღვნა კაჭარავას.

კაჭარავას სტიმული 2020 წლის მარტია

ბევრი მიზეზია, რათა იბრძოლოს და საქართველოს ნაკრებში დაბრუნდეს

"დოქსასთან" მატჩში 6 გოლიდან 4-ში კაჭარავამ მიიღო მონაწილეობა. 2019 წლის მარტამდე მას ნაკრებში ყველაფერი ნორმალურად ჰქონდა, ვლადიმირ ვაისი სისტემატურად იძახებდა, მაგრამ შემდეგ კლუბში თამაში იშვიათად უწევდა და ეროვნულ გუნდში
ადგილი დაკარგა.

თუმცა 25 წლის თავდამსხმელისთვის არაფერია დაკარგული. 2020 წლის მარტში საქართველოს ნაკრებს ევროპირველობის უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს. ერთი კარგი თამაში საკმარისი არ არის, რათა იქამდე ნაკრების მატარებელს მოახტეს. ამისათვის გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს. მოტივაცია კი არ აკლია და გასული წარმატებული შეხვედრა ამ მიზნისაკენ განწყობას აუმაღლებს.

რა თქმა უნდა, ძნელია, როდესაც ნაკრებში თანაგუნდელებს - ოქრიაშვილს, ლორიასა და დაუშვილს იძახებენ, შენ კი არა, მაგრამ მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი მის ხელთაა".

მკითხველის კომენტარები / 6 /
მარტო იმ კიკინას გამო არაა გამოსაძახებელი,რას გავს:) დაგვცინებენ მსოფლიო მაშტაბით ეს რა არსება ყავთ მოედანზეო და:)
გოგა
30 ოქტომბერი 2019 20:41
3
ჯერ ჯერობით ქვილითაია ჯობია ყველას. იმედია ნიკას ქეცბაია სწორ გზაზე დააყენებს და ისეთს ვიხილავთ როგორიც მის გაბარიტების მონაცემებით დიდ ძალას შემატებს ნარებს. წარმატებები ნიკას.
Geo_Dinamo
30 ოქტომბერი 2019 17:57
0
დღეს ყველაზე "კლასნი" ქვილითაია გვყავს.
გელა ნუგზარაშვილი
30 ოქტომბერი 2019 11:13
2
დღესდღეობით ყველაზე კლასნი ფორვარდია. რამოდენიმე თამაში და კიდევ მოუმატებს.
gio
30 ოქტომბერი 2019 10:37
11
უფრო იღბლიანია ვიდრე კლასსნი.წარმატებები!!!
Jordan Beli
30 ოქტომბერი 2019 06:42
1
სამაგიეროდ კლასსნი კიკინები დაუწვნია.ეტყობა სარკეში არ იყურებიან ზოგიერთები.გემოვნებაზე არ დავობენო და მეც ბევრი გამამტყუნებს,მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა უთხრას,რომ კაცს კაცობა უნდა ეტყობოდეს და ქალს,ქალობა.ამას მხოლოდ ნიკაზე არ ვამბობ.აშკარაა,რომ ფეხბურთელები ცდილობენ სხვებისაგან გამორჩეულები იყვნენ და რაკი თამაშით ამას ვერ ახერხებენ,აქცენტი გარეგნობაზე გადააქვთ.ქუჩაში შიშველი რომ გავიქცე,ყველა მე დამიწყებს ყურებას,მაგრამ ამით რა?მხოლოდ ქვეყნის სასაცილო გავხდები,ვიღაც სულელი კი ჩათვლის,რომ ეს ნორმალურია და თვითონაც შიშველი გამოვა ქუჩაში,სასეირნოდ.ამას არამც და არამც პირადად ნიკას შეურაცხყოფისათვის არ ვამბობ,უბრალოდ ეს ძალიან გახშირდა და საიდანღაც ხომ უნდა დაიწყო.წამხედურობა არასოდეს ყოფილა კარგი და არც ამ შემთხვევაშია.
სოსო
30 ოქტომბერი 2019 11:18
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული