ლუკა ზარანდიას ბელგიაში ადაპტაცია უჭირს - ჩემპიონატზე გოლი ჯერ არ გაუტანია

AutoSharing Option
მართლაც არაორდინალური ფეხბურთელია 23 წლის ნახევარმცველი ლუკა ზარანდია, დრიბლინგი ეხერხება, ფინტი, პოლონურ "არკაში" გოლებიც გაჰქონდა და გუნდში გამორჩეული იყო. ამიტომაც შეიძინა "ზულტე-ვარეგემმა" და სამსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.

თუმცა, ჩვენებურს საქმეები კარგად ვერ მისდის და ადაპტაცია გაუგრძელდა. აგერ უკვე ჩემპიონატის 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ გოლი ვერა და ვერ გაიტანა. შესაძლოა, ამაში ხელი სექტემბრის ბოლოს მიღებულმა ტრავმამაც შეუშალა. ბოლო 3 შეხვედრაში მწვრთნელმა ლუკა ძირითად შემდგენლობაში აღარ დააყენა და შეცვლაზე შეჰყავს.

8 ნოემბერს, მე-15 ტურში "ზულტე-ვარეგემი" სახლში 1:2 დამარცხდა "ანდერლეხტთან", ზარანდია კი 71-ე
წუთზე შევიდა შეცვლაზე.

ზარანდიას გუნდი 22 ქულით მეექვსე ადგილზეა და 23 ნოემბერს სტუმრად "მეხელენს" დაუპირისპირდება.

იმედია, ლუკა მომავალ შეხვედრებს უკეთ ჩაატარებს და ჩვეულ ფორმაში ჩადგება - ეს უკლებლივ ყველა ქართველი გულშემატკივრის სურვილია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რავიცი ჩვენ ხალხს რო შევეკითხოთ რატო არ იძახებს და ათამაშებს ვაისიო და ა ბატონო რატომაც ერთხელ ყავდა კიდევაც გამოძახებული და ვერაფრით გააკვირვა როგორც ჩანს
თემური
23:23 09-11-2019
5

სიახლეები პოპულარული