ლევან შენგელიამ 3 წუთში 2 ყვითელი ბარათი მიიღო და "კონიასპორი" ლიდერთან დამარცხდა

AutoSharing Option
თურქეთის ჩემპიონტის მე-11 ტურში ლევან შენგელიას "კონიასპორი" სტუმრად 0:2 დამარცხდა ლიდერ "სივასპორთან".

შენგელია ძირითად შემადგენლობაში იყო, 75-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 78-ეზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა.

იმ დროისთვის ანგარიში 0:0 იყო, შემდეგ მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

რაც შენგელია "კონიასპორში" გადავიდა, ჩემპიონატის 8 მატჩში გოლი არ გაუტანია, ერთხელ ავტოგოლი გაიტანა, დღეს კი წითელი ბარათი მიიღო. არადა, მისგან მეტს მოელოდნენ.

"კონიასპორი" 13 ქულით მე-11 ადგილზეა, 23 ნოემბერს "ბეშიქთაშს" უმასპინძლებს და დისკვალიფიკაციის გამო ლევანს ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის გამოტოვება
მოუწევს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს კიდევ ერთი მაგალითი. ოდნავ ბურთის გაგორება ისწავლა და კარისი მიმართულებით დარტყმა სასწრაფოდ დატოვა დინამო.პირიქით უნდა მოძლიერებულიყო და ჯერ დინამოში ეთქვა წონადი სიტყვა შემდეგ სადმე წასულიყო. ახლა დინამოსაც მოაკლდა და იქაც ცუდათ წარმოაჩინა თავი, თანაც უსახელო თურქულ გუნდში.ბევრი თვითონ ინგრევენ მომავალს და სამწუხაროა ვინმე დამრიგებელიც არ ყავთ თუნაც კლუბში.
G.LA
10 ნოემბერი 2019 12:51
1
ეს კაცი ჯერ უნდა დარენლიყო დინამოში. თურქეთში გადასვლა იყო უდიდესი სისულელე. ამას ვწერდი თავიდანვე
გადასარევი გიორგი
10 ნოემბერი 2019 11:45
1
გეთანხმები 100%-ით.ფულის გულისთვის დაღუპა კარიერა. ის მაღალ დონეზე ვეღარ ითამაშებს ფეხბურთს.თურქეთში რა გინდა შვილო,ისიც მეორე ლიგაში, როცა თურქეთმა ფეხბურთი ჩვენგან ისწავლა. კომუნისტების დროს დაიბარებდნენ ბათუმის დინამოს ხელმძღვანელობას ცკ-აში და ეტყოდნენ,თურქეთში მოგება შეიძლებოდა არა უმეტეს 4:0;5:0. დიახ!!!
vax-vax
10 ნოემბერი 2019 14:04
0
ფეხბურთის თამაში არ იცის ზამთრის სეზონის მერე ღრმა თადარიგში ან დუბლებში!ზაფხულში უკან არა დინამოში მაქსიმუმ ჩიხურა და იქაც ნელნელა სკამს შეაჩვევენ!
მიშა
10 ნოემბერი 2019 10:58
2
შანს აძლევენ მაგრამ სამწუხაროდ ვერ იყენებს იმედი მაქვს მოახერხებს თავის გამოჩენას თორემ არამგონია დიდხანს აცალონ და მერე დარჩება სათადარიგოს ფეხბურთელად.
Giorgi
10 ნოემბერი 2019 01:42
1
ყოჩაღ ლევან, შანსის გამოყენება ეგრე უნდა!
Irakli
09 ნოემბერი 2019 22:24
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული