6 დეკემბერს, რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში გია გრიგალავას "არსენალმა" სახლში 4:0 გაანადგურა საბა კვირკველიას "ლოკომოტივი".
გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, რაც შეეხება კვირკველიას, კვლავ სათადარიგო იყო.
გრიგალავამ მიმდინარე პირველობაზე 18 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო კვირკველიამ მხოლოდ 1 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მაშინაც შეცვლაზე შეუშვეს.
"ლოკომოტივმა" ყველა ტურნირზე ბოლო 9 მატჩიდან 6 წააგო, ჩემპიონატზე კი უკანასკნელ ყველა 15 შეხვედრაში გაუშვა გოლი.