საბა კვირკველიამ "რეალის" ბაზაზე ივარჯიშა

AutoSharing Option
11 დეკემბერს მოსკოვის "ლოკომოტივი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სტუმრად "ატლეტიკოს" შეხვდება და უკვე მადრიდშია, სადაც "რეალის" ბაზაზე ემზადება.

"ლოკომოტივმა", ისევე, როგორც წინა სეზონში, ვადამდე "გაინაღდა" ბოლო ადგილი და მისთვის ამ მატჩს არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.

გუნდთან ერთადაა მცველი საბა კვირკველია, რომელსაც მწვრთნელი იური სიომინი არაფრის დიდებით არ ათამაშებს. ეგ კი არადა, კლუბის საიტზეც ძნელია საბას სურათის მოძიება - თუ შემთხვევით ვინმეს ფონზე არ დაფიქსირდა. ეს ფოტო "ლოკოს" ესპანეთის დედაქალაქში ჩაფრენისასაა გადაღებული, სადაც ჩვენებური თავდამსხმელ ფედორ სმოლოვის ფონზე
გამოჩნდა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება კვირკველია ნაახალწლევს მოსკოვის "დინამოში" გადავიდეს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვინ არის ეს სიომინი,ადრე ჯანაშია ლაციოში არ გაუშვა,ეხლა კი ლესტერში კვირკველია
ბაჩი
15:32 10-12-2019
1
რა დამაინტრიგებელი სათაური დაწერეთ? ვიფიქრე რეალში ხომ არ გადადის მეთქი. დროზე უნდა გადავიდეს დინამოში თუ მართლა ეპატიჟებიან, თორემ ასეთ უთამაშბლობით ძალიან ცუდ სიტუაციაშია.
G.LA
13:05 10-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული