საბა კვირკველიამ "რეალის" ბაზაზე ივარჯიშა

AutoSharing Option
11 დეკემბერს მოსკოვის "ლოკომოტივი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სტუმრად "ატლეტიკოს" შეხვდება და უკვე მადრიდშია, სადაც "რეალის" ბაზაზე ემზადება.

"ლოკომოტივმა", ისევე, როგორც წინა სეზონში, ვადამდე "გაინაღდა" ბოლო ადგილი და მისთვის ამ მატჩს არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.

გუნდთან ერთადაა მცველი საბა კვირკველია, რომელსაც მწვრთნელი იური სიომინი არაფრის დიდებით არ ათამაშებს. ეგ კი არადა, კლუბის საიტზეც ძნელია საბას სურათის მოძიება - თუ შემთხვევით ვინმეს ფონზე არ დაფიქსირდა. ეს ფოტო "ლოკოს" ესპანეთის დედაქალაქში ჩაფრენისასაა გადაღებული, სადაც ჩვენებური თავდამსხმელ ფედორ სმოლოვის ფონზე
გამოჩნდა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება კვირკველია ნაახალწლევს მოსკოვის "დინამოში" გადავიდეს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვეღარ გავიგე სიომინს დავაბრალო თუ საბას მისი უთამაშებლობა. ფაქტია აწყინა სიომინს ქართველების ქებამ. მემგონი კვარაცხელიას შემდეგ დაიწყო ეგ ყველაფერი რაც ხვიჩამ უარი უთხრა ლოკოს საბაც აითვალწუნეს
ტოტტი
08:53 10-12-2019
0
კვარაცხელიას მომენტიდან იწყება ამ კაცის იგნორი!!! რა კავშირი ქონდა საბას ამ ყველაფერთან არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რო გარიყულია აშკარად გუნდიდან
Vasili
10:54 10-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული