ჯიმი ტაბიძე რუსეთის პრემიერლიგაში ართმევებით ტოპ 3 ფეხბურთელს შორისაა

AutoSharing Option
"უფას" მცველი და საქართველოს ნაკრების წევრი ჯიმი ტაბიძე ართმევების სტატისტიკით რუსეთის პრემიერლიგის ტოპ 3 ფეხბურთელს შორისაა. აღნიშნული მაჩვენებლის ხილვა სტატისტიკურ საიტ Whoscored-ზე არის შესაძლებელი.

ტაბიძე თითოეულ მატჩში, საშუალოდ, 2.9-ჯერ ართმევს ბურთს მოწინააღმდეგეს და მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ "კრილია სოვეტოვის" ნახევარმცველ ალეკსანდრ გაცკანს აქვს. ასევე საშუალოდ 2.9 ართმევა აქვს "რუბინის" მცველ ურემოვიჩს.

აღსანიშნავია, რომ ტაბიძის კარგი თამაში კიდევ ერთ სტატისტიკურ მაჩვენებელში იკითხება: "უფას" მეკარე ბელონოვმა ყველაზე მეტი მშრალი მატჩი ჩაატარა რუსეთის პრემიერლიგის პირველ პერიოდში.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული