გიორგი მაკარიძემ პორტუგალიის ჩემპიონატში ბრწყინავს - ისევ მოიგერია პენალტი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პორტუგალიის ჩემპიონატზე კვლავ გამოიჩინა თავი მეკარე გიორგი მაკარიძემ.

მე-15 ტურში მაკარიძის "ვიტორიამ" საკუთარ მოედანზე, სეტუბალში 1:0 დაამარცხა "ავეში" და გამარჯვებაში დიდი წვლილი ჩვენებურმა შეიტანა.

52-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, გიორგიმ ირანელი თავდამსხმელის, მეჰრდად მოჰამადის თერთმეტმეტრიანი აუღო, ამის შემდეგ მასპინძლებმა გოლი გაიტანეს და მოიგეს.

ეს ამ სეზონში მაკარიძის მიერ მოგერიებული მეორე პენალტია - 10 ნოემბერს მან 11-მეტრიანიდან გოლი თავის ყოფილ გუნდს, "რიუ ავეს" არ გაატანინა.

მან მიმდინარე ჩემპიონატზე 10 გოლი გაუშვა და ეს მისი გუნდის კლასის გათვალისწინებით შესანიშნავი შედეგია, რამეთუ
უფრო ნაკლები გოლი მხოლოდ "ბენფიკას" (5) და "პორტუს" (6) აქვთ გაშვებული.

"ვიტორია" 19 ქულით მე-7 ადგილზეა და 22 დეკემბერს ლიდერ "ბენფიკას" მასპინძლობს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
იმედია ამ სეზონის შემდეგ მაკარიძეს უფრო უკეთეს გუნდში ვიხილავთ. წარმატებები მაკარიძეს.
G.LA
12:31 15-12-2019
0
აზრი? ისევ ლორია იდგება ნაკრების კარში))))) უბრლაოდ მიზეზს ვერ ვხვდები, აი ვეეერ)))) სადაც შეუძლია ყველგან ჭამს ლორია))) თითო თამაშში თითო საგოლე შეცდომას უშვებს :)
Tbiliseli
18:32 15-12-2019
3

სიახლეები პოპულარული