გიორგი მაკარიძემ პენალტი მოიგერია, "ვიტორიამ" მაინც წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პორტუგალიის პრიმიერა ლიგის 11-ე ტურში გიორგი მაკარიძის "ვიტორია სეტუბალი" გასვლაზე დაუპირისპირდა ქართველი კიპერის ყოფილ კლუბ "რიუ ავეს" და 0:1 დამარცხდა.

მიუხედავად მარცხისა, გიორგიმ მაინც კარგად ითამაშა და მეორე ტაიმის 61-ე წუთზე  11-მეტრიანი დარტყმის მოგერიება შეძლო. "ვიტორიას" აღნიშნული მარცხის შემდეგ 12 ქულა დარჩა და ჩემპიონატშიც მე-12 ადგილზე არის.

რაც შეეხება გიორგის, მაკარიძემ 11 შეხვედრაში მხოლოდ მე-7 გოლი გაუშვა და ლიგა დარჩენისთვის მებრძოლის გუნდის მეკარისათვის შესანიშნავი შედეგია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული