A Bola: გიორგი მაკარიძის შეძენა პორტუგალიურ გრანდს სურს

AutoSharing Option
ყველაზე პოპულარულ პორტუგალიურ საფეხბურთო გამოცემა "A Bola"-ს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და "ვიტორია სეტუბალის" მეკარის შეძენა პორტუგალიურ გრანდს, ლისაბონის "სპორტინგს" სურს.

"სპორტინგისათვის" სეზონის შუაში გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოკლე სიაში, სწორედ გიორგი მაკარიძე გახლავთ. "A Bola" წერს, რომ ისინი ზუსტ ინფორმაციას ფლობენ აღნიშნულ საკითხზე და "სპორტინგის" ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მეკარის, ბრაზილიელ რენანის თამაშით კმაყოფილი არ არის.

გამოცემის მიხედვით, მაკარიძესთან დაკავშირებით პრობლემები არ უნდა შეიქმნას, რადგან ქართველ მეკარეს არ დაუმალავს, რომ უფრო ძლიერ პორტუგალიურ კლუბში ყოველთვის სურდა თამაში.

Transfermarkt-ის მონაცემებით, გიორგი მაკარიძის
სატრანსფერო ფასი 1.2 მილიონი ევრო გახლავთ. 2017 წელს, როცა გიორგი "მორეირენ
შეს" ღირსებას იცავდა, გერმანული საიტი ქართველ მეკარეს 1.5 მილიონ ევროდ აფასებდა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
სულაც არაა გამორიცხული, მას საუკეთესო სეზონი აქვს და ამას ყველა ხედავს ვაისის გარდა. თუ გადავიდა, კიდევაც გასკდებიან გულზე ლორიას ქომაგები, თუმცა ამ ბოლოს კარგად თამასობს ლორიაც, მარა მაინც მაკარა სჯობს
ვასო
21:31 06-11-2019
1
ხვიჩა ყაზაიშვილო საიდან მოგაქვს ეს ტყუილები, არ დაიღალე დაბოლებით.
დათო
11:09 06-11-2019
0

სიახლეები პოპულარული