business-gazeta-მ საბა კვირკველია "რუბინის" ათწლეულის ნაკრებში შეიყვანა

AutoSharing Option
business-gazeta-მ მცველი საბა კვირკველია "რუბინის" ათწლეულის სიმბოლურ  ნაკრებში შეიყვანა და ასე დაახასიათა:

"ცეზარ ნავასთან ერთად - კვირკველია. ეს წყვილი 2014/2015 წლების სეზონამდე კარგად თამაშობდა, ესპანელი ქართველს ძალიან დაეხმარა მომატებაში და დაცვის თამაშის გაგების სხვა დონეზე გასვლაში.

საბა თითქმის ჩვენი კლუბის აღზრდილია, თუმცა კლუბის აკადემიაში არ უსწავლია. სწორედ "რუბინმა" დაინახა სუსტი აღნაგობის ახალგაზრდა ქართველში პოტენციალი და ძირითად შემადგენლობამდე მიიყვანა.

დიახ, სალვატორე ბოკეტიმ და ივან მარკანომ ურიგოდ არ წარმოაჩინეს ყაზანში თავი, მაგრამ "რუბინში" დიდხანს არ გაჩერებულან. კვირკველიამ აქ 4 სხვადასხვა მწვრთნელის ხელში
ითამაშა, გუნდის ლიდერი გახდა და "ლოკომოტივში" თავის ნებით არ წასულა, არამედ უფრო მწვრთნელ ხავი გრასიასთან უთანხმოების გამო. მოსკოვურ გუნდში ქართველმა ყველა შესაძლო რუსული ტროფეი მოიგო და თავისი მაღალი დონე დაამტკიცა".

კვირკველია "რუბინის" ღირსებას 2011-2017 წლებში იცავდა და მის რიგებში 83 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული