რას ერჩიან პაპუს?- ათამაშეს, ისევ გაიტანა და "სარაგოსას" თასზე მიათრევს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნახევარმცველ გიორგი პაპუნაშვილს "სარაგოსა" გაყიდვას უპირებს, მხოლოდ თასზე აძლევს თავის გამოჩენის საშუალებას და ის თავს არ ირცხვენს.

დღეს, 11 იანვარს, ესპანეთის თასის 1/32 ფინალში "სარაგოსამ" ტარაგონაში 3:1 დაამარცხა ადგილობრივი "ხიმნასტიკი", ხოლო გიორგიმ შეუცვლელად იასპარეზა და 86-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ჩვენებურმა ჩემპიონატზე 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა (უმეტესად შეცვლაზე შეჰყავთ) და გოლი არ გაუტანია, თასზე კი უკვე მეორედ დალაშქრა მეტოქეთა კარი - წინა ეტაპზე "სოკუელამოსთან" (1:0) ასევე გასვლით შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაპუნაშვილმა კარიერა შეიძლება სეგუნდა დივიზიონის
ერთ-ერთ აუტსაიდერ "ესტრემადურაში" გააგრძელოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული