
თბილისის "ლოკომოტივის" 19 წლის ნახევარმცველი რევაზ ინჯგია "კრილია სოვეტოვს" თურქულ შეკრებაზე შეუერთდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამარული კლუბი თავისი ვებგვერდით ავრცელებს.
"კრილია სოვეტოვი" თურქეთში ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს - 21 იანვარს იურმალის "სპარტაკთან", 25 იანვარს კი - პრაღის "ბოჰემიანსთან" და გუნდის მწვრთნელი მიოდრაგ ბოჟოვიჩი სხვა პოტენციურ ახალწვეულებთან ერთად ინჯგიასაც გამოსცდის.
"კრილია სოვეტოვი" 19 ტურის შემდეგ რუსეთის პრემიერლიგაში 18 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა და თუ სიტუაცია ვერ გამოასწორა, ბოჟოვიჩს გადააყენებენ.