21 წლის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა კიევის "დინამო" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა - კლუბმა მას 2022 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი გაუწყვიტა.
ლოჩოშვილი თბილისის "დინამოს" აღზრდილია, უკრაინულ გუნდში 2017 წელს გადავიდა, მაგრამ მის რიგებში არ უთამაშია - ჯერ თბილისის "დინამოში", შემდეგ კი სლოვაკეთის "ჟილინაში" იყო განათხოვრებული.
კიევის "დინამომ" ლოჩოშვილს შემდგომ კარიერაში წარმატებები უსურვა.
ალბათ შრომისმოყვარეობა ვერ დაინახეს. აქედან რომ ჩადიხარ ორმაგად უნდა იბრძოლო რომ იმათ დაეწიო
ფიზიკურ კონფოციებში და თამაშითაც თუ არ აჯობე, უკრაინელის ადგილს რატომ
დაგითმობენ. ვერ დაინახეს ეს მონდომება ალბათ, ელოდნენ 4 წელი და გამოუშვეს