კვიპროსული საინფორმაციო საშუალება cyprustimes.com-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტის "ანორთოსისის" თავდამსხმელ ნიკა კაჭარავას შეძენით პოზნანის "ლეხი" არის დაინტერესებული.
წყაროს მიხედვით, პოლონელებმა კვიპროსულ კლუბს უკვე გაუკეთეს შეთავაზება 26 წლის ფეხბურთელის თაობაზე, რომელსაც კონტრაქტი "ანორთოსისთან" 2020 წლის ზაფხულში ეწურება.
თუმცა, იმავე გამოცემის მიხედვით, საჩემპიონო რბოლაში მყოფი კვიპროსული კლუბი კაჭარავას გაყიდვას არ აპირებს და ფორვარდმაც განაცხადა, რომ ახლა "ანორთოსისის" დატოვების არანაირი სურვილი არ გააჩნია.